აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები გრენლანდიასთან დაკავშირებით შეიმუშავებს გეგმას, რომელიც ნატოსთვის მისაღები იქნება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია აშშ-ს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
ამასთან, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ტრამპის მუქარების ფონზე ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა. კერძოდ, ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული ტარიფების მუქარის გამო შეთანხმების დამტკიცება შეჩერებულია.