იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა - Palitra News

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

2026-01-21 13:50:14+04:00

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე თამარ ზოდელავა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

„თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.