მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 159 პატიმარს, შორის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები არ აღმოჩნდნენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელისულფებო გუნდმა შექმნა ფუჭი მოლოდინი, რის გამოც დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ოჯახის წევრები ყინვასა და სიცივეში პენიტენციურ დაწესებულებებთან შვილების გათავისულებას ელოდებოდნენ. ოპონენტების თქმით, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ქართული ოცნება კომპრომისზე წავა და ჰუმანურობას გამოიჩენს. საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების მშობლებისთვის ყალბი განწყობების შექმნაში ქართული ოცნება პირიქით, ოპოზიციას ადანაშაულებს. უმრავლესობის წევრების შეფასებით, აბსურდულია, როცა შეწყალებას ითხოვდნენ მიხეილ ყაველაშვილისგან, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებენ.