პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეხმაურება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას რომლის მიხედვითაც სასამართლომ ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმის ფაქტზე 4 ჭიათურელი მაღაროელი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტატა ხვედელიანის განცხადებით, ქართული ოცნება მშრომელებს აპატიმრებს პროტესტის გამო, რომლის მიზანია ღირსეული სამუშაო პირობების მიღება. მისივე შეფასებით ნათლად ჩანს დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვა და დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში.