ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის საქართველოში სეიედ ალი მოჯანის ინფორმაციით, მხოლოდ ერთ დღეს დემონსტრაციების დროს თეირანში 100 ადამიანი დაიღუპა. როგორც მან საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა - სამართლიანი პროტესტი აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, თუმცა როდესაც პროტესტი რადიკალურ ფორმებს იღებს ამაზე სახელმწიფოს, შესაბამისი რეაქცია ექნება. როგორც ელჩმა განმარტა, პროტესტმა, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, გარე აქტორების განცხადებების შემდეგ რადიკალური ხასიათი მიიღო. დიპლომატმა პარალელი საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე აქციებთან გაავლო და აღნიშნა, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში აქცია მშვიდობიანი ხასიათის იყო, პროტესტი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.