ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „მთავრობა“ დაითხოვა - Palitra News

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „მთავრობა“ დაითხოვა

2026-01-21 15:58:28+04:00

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „მთავრობის“ დათხოვნის შესახებ, - ინფორმაციას გაგლოევის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაგლოევმა ე.წ. პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი „თანამდებობიდან“ გაათავისუფლა და „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. ვიცე-პრემიერი ძამბოლატ თედეევი დაინიშნა.

გაგლოევმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტს ახალი „მთავრობის“ ფორმირებამდე თავისი მოვალეობების შესრულება დაავალა.