სასურსათო პროდუქტებზე ფასების დაწევის ინიციატივით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია გეგმის მიხედვით, სამუშაო პროცესზე გადავიდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის განცხადებით, მიზანია ფასების ზრდის მიზეზების დადგენა და იმ მექანიზმების მოძიება, რომლებიც მომხმარებელზე ტვირთს შეამსუბუქებს. ბიზნესის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ფასების საკითხი პრობლემურია და გამოწვევის დასაძლევად, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავენ. კომისიას საგაზაფხულო სესიიდან საპარლამენტო კომისიაც შეუერთდება... პრობლემასთან გასამკლავებლად, მმართველი პარტიის ხედვას არ იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივის უკან, არა ფასების რეგულირების სურვილს, არამედ ბიზნესზე ზეწოლის რისკებს ხედავენ.