სახალხო დამცველმა შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა - Palitra News

სახალხო დამცველმა შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

2026-01-21 20:30:16+04:00

სახალხო დამცველმა შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უალტერნატივო პატიმრობა და ჯარიმის ოდენობები სადავოა. ლევან იოსელიანის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ სასჯელების თანაზომიერების შესახებ იმსჯელოს. ოპოზიცია სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას მიესალმება, მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო გუნდის მიერ მიღებული კანონი ანტიდემოკრატიულია და უნდა გაუქმდეს. სამართლებრივ პროცესებში ჩართვის მზაობას გამოხატავენ ქართულ ოცნებაში, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი არ არსებობს, რადგან შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.