თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა - Palitra News

თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

2026-01-21 20:34:34+04:00

თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე აგრესიული იყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადც ჩანს, რომ პოლიცია მამაკაცის დასაკავებლად, სპეციალურ საშუალებას, ე.წ. სპრეის იყენებს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით იმუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ორი დანით იყო შეიარაღებული და პოლიციელს თვითმკვლელობით ემუქრებოდა.