მოგზაურობის რეკომენდაციების წამყვანმა ამერიკულმა პლატფორმა Tripadvisor-მა 2026 წლის მსოფლიო მოგზაურობის ტრენდულ მიმართულებებს შორის თბილისი მეორე ადგილზე დაასახელა - Palitra News

მოგზაურობის რეკომენდაციების წამყვანმა ამერიკულმა პლატფორმა Tripadvisor-მა 2026 წლის მსოფლიო მოგზაურობის ტრენდულ მიმართულებებს შორის თბილისი მეორე ადგილზე დაასახელა

2026-01-22 13:54:02+04:00

მოგზაურობის რეკომენდაციების წამყვანმა ამერიკულმა პლატფორმა Tripadvisor-მა 2026 წლის მსოფლიო მოგზაურობის ტრენდულ მიმართულებებს შორის თბილისი მეორე ადგილზე დაასახელა. მას მხოლოდ პორტუგალიის მადეირა უსწრებს, ხოლო მესამეზე ჩიკაგოა. Tripadvisor წერს, რომ თბილისი მეორეა იმ მიმართულებებს შორის, რომლებიც, მოგზაურების შეფასებით, მათ „მოლოდინს ამართლებს.” ცნობისთვის, მოგზაურობის პლატფორმის რეიტინგი, Travellers’ Choice, რომელშიც წლის ყველაზე პოპულარული მიმართულებები არის წარმოდგენილი, ყოველწლიურად ქვეყნდება. ის მოგზაურობის მსოფლიო საზოგადოების 12 თვის მიმოხილვის მონაცემებს ეფუძნება და ნათლად აჩვენებს, თუ რა იზიდავს მოგზაურებს სინამდვილეში. 2026 წლის რეიტინგი 60 ქვეყნის 270 დანიშნულების ადგილს მოიცავს. ის შვიდ ქვეკატეგორიას ეფუძნება, როგორიც არის ტრენდული, საუკეთესო, გასტრონომიული, თაფლობის თვის, სოლო-მოგზაურობისა და კულტურისა და ისტორიის მოყვარულთათვის განკუთვნილი მიმართულებები.