დეკემბერში სებ-მა Bmatch-ზე 361 მლნ დოლარი იყიდა - Palitra News

დეკემბერში სებ-მა Bmatch-ზე 361 მლნ დოლარი იყიდა

2026-01-27 14:15:05+04:00

დეკემბერში სებ-მა Bmatch-ზე 361 მლნ დოლარი იყიდა. საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი 6 მლრდ დოლარს აჭარბებს.როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. დეკემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 361 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით ისტორიულ მაქსიმუმს 6 მილიარდ 160 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის. ასე მაგალითად, იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა, მარტში 101 მილიონ ლარზე მეტი იყიდა, აპრილში 266 მილიონ ლარზე მეტი, დაახლოებით იმდენივეს ყიდულობდა მომდევნო თვეევშიც და ყველაზე ნაყოფიერი ამ თვალსაზრისით ივლისი აღმოჩნდა, როცა წმინდა შესყიდვამ დაახლოებით 415 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნებს.