სურსათის თემა ახლა განსაკუთრებით აქტუალურია და საინტერესოა, რომ გასულ წელს საქართველომ 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის საკვები პროდუქტები და სასმელი შეიძინა, მთავარი იმპორტიორი კი რუსეთია. საქართველოში საკვები პროდუქტებისა და სასმელების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა. საქსტატის თანახმად, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, სურსათის იმპორტი 20.7%-ით არის გაზრდილი. ქვეყნების მიხედვით, 2025 წელს საქართველომ ყველაზე მეტი სასურსათო პროდუქტი რუსეთში იყიდა. რუსეთიდან იმპორტის მოცულობამ 508 მლნ დოლარს გადააჭარბა. სურსათის იმპორტში მეორე ადგილს იკავებს თურქეთი დაახლოებით 240 მილიონი დოლარით, მესამეზე კი უკრაინაა, საიდანაც 137 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი შემოვიდა. საინტერესოა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან პროდუქციის ტოპ ათ იმპორტიორს შორის პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლენდები მოხვდა, საიდანაც იმპორტის ჯამური მოცულობა საქართველოში 308 მილიონ დოლარს მცირედით აჭარბებს. მაშინ როცა რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის წილად თითქმის 887 მილიონია. ეს ისე ცნობისთვის, რადგან ადგილობრივი ფასების ევროპულთან შედარება ხდება და ამ შემთხვევაშიც ჩვენთან მაღალია, თუმცა ევროპული პროდუქცია საქართველოში მხოლოდ მცირე რაოდენობით იყიდება, ხოლო რუსული, თურქული და უკრაინული ევროპულზე უფრო ძვირი ღირს