2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5 მლრდ დოლარს მიაღწევს - ასეთია „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზი. აღსანიშნავია, რომ საპროგნოზო მაჩვენებელი წინა მოსალოდნელ 4.9 მლრდ დოლართან შედარებით, გაზრდილია. სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და გასული წლის მეოთხე კვარტალში 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ დოლარს გაუტოლდა, რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და მცირედით აღემატება კვლევითი ორგანიზაციის წინასწარ შეფასებას.