საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს - Palitra News

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

2026-01-27 14:17:56+04:00

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუ პირი ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩება ქვეყანაში, მას შესაძლოა, აშშ-ში მოგზაურობა სამუდამოდ აეკრძალოს. „საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. „გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს - ვიზის სწორად გამოყენება თქვენი პასუხისმგებლობაა," - წერია ამერიკის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე. მოგეხსენებათ, 14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს. საერთაშორისო მედიაში გავრცელდა იმ ქვეყნების სრული სიაც, რომელთა მოქალაქეებისთვისაც აშშ ვიზების გაცემას შეაჩერებს. საქართველოს გარდა სიაშია რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. საიმიგრაციო ვიზების გაცემა 21 იანვრიდან დაპაუზდა და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს. საელჩოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის.