დაკავებული ყოფილი მაღალჩნოსნების რიგებს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაურიც შეემატა - რა მტკიცებულებები არსებობს ილია ღუდუშაურის წინააღმდეგ - Palitra News

დაკავებული ყოფილი მაღალჩნოსნების რიგებს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაურიც შეემატა - რა მტკიცებულებები არსებობს ილია ღუდუშაურის წინააღმდეგ

2026-01-27 15:39:26+04:00

დაკავებული ყოფილი მაღალჩნოსნების რიგებს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაურიც შეემატა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება,კერძოდ გამოცხადებული ტენდერი მისი უკანონო დავალებით შეწყდა და გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ის გუშინ დააკავეს და დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. ილია ღუდუშაური ახლა ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, ჩვენების მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას ბრალის წარდგენის შემდეგ მიიღებს. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმის მასალები ჯერ არ მიუღია, შესაბამისად ვერ ისაუბრებს თუ რა მტკიცებულებები არსებობს ღუდუშაურის წინააღმდეგ.