რა ტიპის ერთობას განიხილავენ ოპოზიციაში და ვის რა გეგმა აქვს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - Palitra News

რა ტიპის ერთობას განიხილავენ ოპოზიციაში და ვის რა გეგმა აქვს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ

2026-01-27 15:48:02+04:00

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო საქმინობას ბოიკოტი გამოაცხადეს კონსულტაციებს განაგრძობენ. ერთიანობის თემაზე კი მოსაზრებები ორად იყოფა. ოპონენტთა ნაწილი დიალოგსა და იდეების შეჯერებას ემხრობა, თუმცა არა საერთო სახელისა და ნომრის ქვეშ გაერთიანებას. ერთიან სტრუქტურაში საკუთარ თავს ხედავს "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა არა დეკლარაციაზე ხელმომწერთა სიაში, რაზეც ოპოზიციის მეორე ნაწილი მსჯელობს. განსხვავებული ხედვა აქვს "გახარია საქართველოსთვის" გუნდს. ექსპრემიერის თანაგუნდელები "ქართული ოცნების" წინაარმდეგ მხოლოდ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებას გეგმავენ. ცოტნე შაორშაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.