გია ვოლსკი - ძალიან ცუდი მემკვიდრეობაა, რაც უკრაინასა და საქართველოს ოფიციალურ ურთიერთობებში არის შექმნილი, უმძიმესია მდგომარეობაა - იმედი გვაქვს, ელჩის ახალი დავალება ორიენტირებულია იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, ეს ურთიერთობები აღდგეს - Palitra News

გია ვოლსკი - ძალიან ცუდი მემკვიდრეობაა, რაც უკრაინასა და საქართველოს ოფიციალურ ურთიერთობებში არის შექმნილი, უმძიმესია მდგომარეობაა - იმედი გვაქვს, ელჩის ახალი დავალება ორიენტირებულია იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, ეს ურთიერთობები აღდგეს

2026-01-27 15:53:09+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს. ბროდოვიჩი 2015–2022 წლებში სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის მიერ საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ვერ შეძლებს ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიმდინარეობს.