შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია - Palitra News

შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია

2026-01-27 19:52:05+04:00

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრებს დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2 პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის - 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. - ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ). პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ, რაც სიკვდილს გამოიწვევდა.

მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, - აცხადებენ უწყებაში.