დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების სიას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაურიც შეემატა - Palitra News

დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების სიას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაურიც შეემატა

2026-01-27 20:31:14+04:00

დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების სიას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაურიც შეემატა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება — მისი უკანონო დავალებით შეწყდა გამოცხადებული ტენდერი და გამოცხადდა ახალი, რომლის პირობებიც ერთ კომპანიაზე იყო მორგებული. ღუდუშაური გუშინ დააკავეს და დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება და ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმის მასალები ჯერ არ მიუღია და ამ ეტაპზე ვერ საუბრობს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ღუდუშაურის წინააღმდეგ არსებობს.