„ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ — ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია ხვალ ბრიფინგს გამართავს - რა მოლოდინი აქვთ განხილვასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს? - Palitra News

„ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ — ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია ხვალ ბრიფინგს გამართავს - რა მოლოდინი აქვთ განხილვასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს?

2026-01-27 20:36:26+04:00

„ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ — ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია ხვალ ბრიფინგს გამართავს. ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის ობიექტურობაში დარწმუნებულია, მაშინ როცა მმართველი გუნდი კომისიის მხრიდან მცდარი ფაქტებისა და არასწორი შეფასებების გაჟღერებას ელოდება. თავად ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიფინგი შეეხება საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობასა და ქვეყნის წინსვლისთვის შესაძლო სამომავლო გზებს. რა მოლოდინი აქვთ განხილვასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს?