ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 59 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2 პირს ნასამართლეობა მოეხსნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება განხორციელდა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში. მათივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპსა და სახელმწიფო ინტერესს.