ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო - Palitra News

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო

2026-01-28 09:19:28+04:00

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო. ამის შესახებ განცხადება თავად კომისიამ გაავრცელა. დღეს, 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი იყო ჩანიშნული. ღონისძიება სახელწოდებით – „ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო. აღნიშნულ ბრიფინგთან დაკავშირებით განსხავავებული შეფასებები ისმის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხრიდან - „ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ დისკუსიის მიზანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის ხელის შეშლაა და ე.წ „დიფ სთეითის“ გავლენებზე საუბრობენ. ამავდროულად, ოპოზიციაში ჰელსინკის კომისიისგან მძიმე შეფასებებსა და კრიტიკული განცხადებებს ელოდებოდნენ.