უწყვეტი პროტესტის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია გაიმართა - Palitra News

უწყვეტი პროტესტის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია გაიმართა

2026-01-28 09:21:02+04:00

უწყვეტი პროტესტის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე გუშინ მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ, ტროტუარზე შეიკრიბნენ. პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.