გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი „საქართველოს მელიორაციის“ გასული წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო. ანგარიშში ასახული იყო განხორციელებული პროექტები, სისტემური ცვლილებები და მიღწეული შედეგები. მინისტრმა აღნიშნა, რომ გამართული სამელიორაციო სისტემები სოფლის მეურნეობის განვითარების ფუნდამენტია და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა გაგრძელდება. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 2025 წელს განხორციელდა სარწყავი და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გაიზარდა მომსახურების არეალი და დაკონტრაქტებული სასოფლო-სამეურნეო ფართობები 74 000 ჰექტრამდე.