ანდრეი სიბიგას განცხადებით, 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა აშშ-თან გააფორმებს, ხოლო აშშ ცალკე მოაწერს ხელს დოკუმენტს რუსეთთან - Palitra News

ანდრეი სიბიგას განცხადებით, 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა აშშ-თან გააფორმებს, ხოლო აშშ ცალკე მოაწერს ხელს დოკუმენტს რუსეთთან

2026-01-28 09:22:16+04:00

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა აშშ-თან გააფორმებს, ხოლო აშშ ცალკე მოაწერს ხელს დოკუმენტს რუსეთთან. მისივე თქმით, ევროპა ჩართულია სამშვიდობო პროცესსა და უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებებში, რომლებიც იურიდიულად სავალდებულო უნდა იყოს. ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ხარკოვში მატარებელზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი სამხედრო გამართლება არ აქვს.