ესპანეთი სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს კომპენსაციის სახით ჯამურად 20 მილიონ ევროს გადაუხდის - Palitra News

ესპანეთი სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს კომპენსაციის სახით ჯამურად 20 მილიონ ევროს გადაუხდის

2026-01-28 09:22:40+04:00

ესპანეთი სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს კომპენსაციის სახით ჯამურად 20 მილიონ ევროს გადაუხდის. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა ოჯახები სამ თვეში მაქსიმუმ 216 000 ევროს მიიღებენ. ფინანსური კომპენსაცია დაშავებულებსაც გადაეცემათ და თანხა ზარალის მიხედვით 2 400-დან 84 000 ევრომდე განისაზღვრება. შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა. შემთხვევას 45 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 150-ზე მეტი.