ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და ისრაელს თავს დაესხმება, ვუპასუხებთ ისეთი ძალით, რაც არასდროს უნახავს - აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია - Palitra News

ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და ისრაელს თავს დაესხმება, ვუპასუხებთ ისეთი ძალით, რაც არასდროს უნახავს - აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია

2026-01-28 10:51:25+04:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისრაელი მკაცრად უპასუხებს.

„ირანის ღერძი ცდილობს აღდგეს - მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს გააკეთოს. თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

მისი თქმით, ისრაელი მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან.

„აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია. სრულად ვართ ინფორმირებულები“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.