მარკო მიხელსონი თეთრი სახლში ტრამპი-პუტინის ფოტოზე - თუ ეს მართალია, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს, სამწუხაროდ - Palitra News

მარკო მიხელსონი თეთრი სახლში ტრამპი-პუტინის ფოტოზე - თუ ეს მართალია, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს, სამწუხაროდ

2026-01-28 12:07:30+04:00

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრი სახლის კედელზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საერთო ფოტო დაკიდეს,

„თუ მართალია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს თეთრი სახლის კედელზე XXI საუკუნის ომის უდიდესი დამნაშავის ფოტოს ჩამოკიდებას, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს. სამწუხაროდ“, - წერს მიხელსონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამერიკელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლენდერსი X-ზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ თეთრი სახლის ერთ-ერთ დერეფანში ტრამპი-პუტინის ერთობლივი ფოტო გამოჩნდა, რომელიც ალასკას სამიტის დროს არის გადაღებული. მისი ინფორმაციით, ფოტო ახალია და აქამდე საჯაროდ არ გამოფენილა.