ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო - რა მოლოდინებია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო - რა მოლოდინებია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-28 12:32:06+04:00

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო. ამის შესახებ განცხადებას თავად კომისია ავრცელებს. ღონისძიება სახელწოდებით – „ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – დღეს, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო.

ბრიფინგთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები ისმის პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დისკუსიის მიზანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებაა და საუბრობენ ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენებზე. ოპოზიციაში კი ჰელსინკის კომისიისგან მკაცრ შეფასებებსა და კრიტიკულ განცხადებებს ელოდებიან.