სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში აღმოჩენილი საწარმო რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობს. შემოწმებისას გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და მიკვლევადობის მოთხოვნების დარღვევა.
დარღვევები დაფიქსირდა ასევე ყველის გადამმუშავებელ საწარმო შპს „რაგოშშიც“, რომელიც სააგენტოს აღიარების გარეშე ფუნქციონირებს. ორივე შემთხვევაში ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.