მარნეულში პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა - Palitra News

მარნეულში პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა

2026-01-28 12:38:11+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, დანაშაულებრივ ქმედებაში კი მეორე დაკავებულიც მონაწილეობდა.

სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.