ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს - Palitra News

ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

2026-01-28 12:40:12+04:00

ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, როდესაც ორი დიდი დემოკრატია ერთად მოქმედებს, საერთო უსაფრთხოება ძლიერდება.

ევროკომისიის ინფორმაციით, შეთანხმება 2032 წლისთვის ინდოეთში ევროკავშირის საქონლის ექსპორტს გააორმაგებს. ტარიფების 96.6%-ის გაუქმება ან შემცირება ევროპულ კომპანიებს წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.