ჩინეთის სინძიანის რეგიონში, კოკტოკაის ქალაქში, იშვიათი მთის ლეოპარდი ტურისტს თავს დაესხა - Palitra News

ჩინეთის სინძიანის რეგიონში, კოკტოკაის ქალაქში, იშვიათი მთის ლეოპარდი ტურისტს თავს დაესხა

2026-01-28 12:40:51+04:00

ჩინეთის სინძიანის რეგიონში, კოკტოკაის ქალაქში, იშვიათი მთის ლეოპარდი ტურისტს თავს დაესხა. ადგილობრივი სატყეო ბიუროს ინფორმაციით, მოთხილამურე ტურისტმა ცხოველი სასტუმროში დაბრუნებისას შენიშნა და მისთვის ფოტოს გადაღება სცადა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაშავებული ტურისტი თოვლიან მიწაზე უძრავად წევს, ლეოპარდი კი ახლოს ზის. მედიის ცნობით, ტურისტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.