საქართველოში აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები იმყოფებიან. საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებთან. შეხვედრები მედიისთვის დახურული იქნება. საელჩოს ცნობით, კონგრესის თანამშრომლები წეროვანში დევნილთა დასახლებას ეწვევიან, რათა საქართველოში არსებულ ვითარებას გაეცნონ.