თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეშფოთების საგანია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენება - აქტიურად ვმუშაობთ, რომ შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცნენ - Palitra News

თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეშფოთების საგანია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენება - აქტიურად ვმუშაობთ, რომ შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

2026-01-28 15:33:10+04:00

საქართველოში აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა კვლავ ოპოზიციის დღის წესრიგში რჩება. საჯარო მოწოდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გააჟღერეს. “ქართული ოცნების“ ოპონენტების თქმით, მუშაობენ, რათა სიმართლის დასადგენად ყველა ყველა საერთაშორისო ინსტრუმნეტი იყოს გამოყენებული. სახელისუფლებო გუნდში საერთაშორისო გამოძიების საფუძველს ვერ ხედავენ, ამბობენ, რომ ე.წ კამიტი დემონსტანტების წინააღმდეგ გამოყენებული არ ყოფილა და სუს-ის გამოძიებით ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.