პროკურატურამ ილია ღუდუშაურს ბრალდება წარუდგინა - როგორ ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებას - Palitra News

პროკურატურამ ილია ღუდუშაურს ბრალდება წარუდგინა - როგორ ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებას

2026-01-28 15:35:32+04:00

პროკურატურამ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ღუდუშაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. პროკურატურა მის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს. კორუფციასთან ბრძოლა თუ ბრძოლა ძალაუფლებისთვის? ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები პოლიტიკურ სივრცეში ამ ორ მოსაზრებას შორის ერთიანდება.