პაატა კურტანიძე - წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლებისა და ჩვენი მხრიდან, რომ წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ძალიან კმაყოფილი ვარ - შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო - Palitra News

პაატა კურტანიძე - წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლებისა და ჩვენი მხრიდან, რომ წამლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იყოს, ძალიან კმაყოფილი ვარ - შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო

2026-01-28 15:40:27+04:00

ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები მეოთხე შეხვედრას სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან მართავენ. საუბარი ფასების კორექტირებას ეხება. როგორც ამბობენ, საქართველოში დაახლოებით 7 ათასი მედიკამენტი რეფერენტული ფასების სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაყიდი ან საექსპორტო ფასის ზედა ზღვარს არა ფარმაცეპტული სექტორი, არამედ სახელმწიფო ადგენს. სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლები მზად არიან მოისმინონ სახელწიფოს პოზიცია თუ რა საშუალებით შეიძლება დარეგულირდეს ფასები არასამკურნალო სეგმენტზეც, მათ შორის ბავშთა კვების, მოვლისა და სხვა საშუალებებზე, რომლებზეც რეგულაცია ამ ეტაპზე არ ვცელდება. მთავრობის გარდა საკითხის მოკვლევას პარლამენტიც დაიწყებს. ფასების დაკავშირებით სპეციალურ კომისია საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას შეიქმნება. მუშაობა პროდუქტების ფასების დასარეგულირებლად და მეოთხე შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში.