ლევან მახაშვილი - ძალიანაც კარგი, რომ ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე მოსმენა გადაიდო - იმედია, საერთოდ არც შედგება - Palitra News

ლევან მახაშვილი - ძალიანაც კარგი, რომ ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე მოსმენა გადაიდო - იმედია, საერთოდ არც შედგება

2026-01-28 15:43:29+04:00

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო. ბრიფინგის ჩატარების ახალი დრო და თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. ქართულ ოცნებაში იმედოვნებენ, რომ ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენები არათუ გადაიდება, არამედ საერთოდ არ შედგება. მათი შეფასებით, მოსმენები, რომლებიც ფაქტების ნაცვლად ტყუილებს ემყარება, საქართველოსთვის ღირებული არ არის და არც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას ემსახურება. ოპოზიციას ჰელსინკის კომისიის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება და საქართველოს ხელისუფლების მისამართით კვლავ კრიტიკული შეფასებებს ელოდება. დღევანდელ ბრიფინგზე, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება და საქართველოს სამომავლო პერპექტივები უნდა განეხილათ.