მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა - Palitra News

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა

2026-01-28 20:17:05+04:00

მარნეულში, სოფელ ბაიდარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა.არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა, ხეს შეეჯახა.როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.