ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დისკუსია ვერ შედგა - ბრიფინგის გადადების მიზეზად უამინდობა დასახელდა. როდის იმსჯელებს კომისია საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჯერ-ჯერობით უცნობია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ჰელსინკის კომისიის სანდოობა სადავოა, იმ ფონზე, როცა მომხსენებელთა რიგებში ისეთი სუბიექტები არიან, რომელთა მოსაზრებები და შეხედულებები სიცრუეზეა აგებული. ქართული ოცნება იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენისთვის ხელისშემშლელი ბრიფინგები, არასდროს ჩატარდება. რაც მმართველი გუნდისთვის კომისიის არასანდოობაზე მეტყველებს, ობიექტური რეალობაა ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიცია საქართველოს მმართველი პარტიის მისამართით კვლავ კრიტიკული შეფასებებს ელოდება.