ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა

2026-01-28 20:44:46+04:00

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე. თანხის სრულად გადახდამდე ბრალდებული პატიმრობაში დარჩება. პროკურატურამ ღუდუშაურს ბრალდება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარუდგინა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა. ახლა გამოძიების მიზანია დაადგინოს - თუ რა მოტივი და მიზანი ამოძრავებდა ბრალდებულს.