სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, გაფართოებული მანდატის ფარგლებში მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების კუთხით არსებულ ვითარებასაც სწავლობს - Palitra News

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, გაფართოებული მანდატის ფარგლებში მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების კუთხით არსებულ ვითარებასაც სწავლობს

2026-01-28 20:59:37+04:00

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, გაფართოებული მანდატის ფარგლებში მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების კუთხით არსებულ ვითარებასაც სწავლობს. მთავრობის მეთაურმა დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში მოსაზრებები ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინა. ირაკლი კობახიძის თქმით, მედიკამენტებთან მიმართებით, არსებობს სოციალური კომპონენტიც, რაც თავის მხრივ, ზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას - გაითვალისწინონ მოსახლეობის ინტერესები და მოძებნონ სივრცე - ფასების გასაუმჯობესებლად. მიმდინარე კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებით. კომისიის ოთხი სხდომა - რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი?!