პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების გაქურდვა განიზრახეს. გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანები დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ ნივთებს წინასწარ დაკავშირებულ პირებზე ყიდდნენ და თანხას ჯგუფის სრულწლოვან ორგანიზატორს აძლევდნენ, რომელიც აკონტროლებდა თანხის განაწილებას ჯგუფის სხვა წევრებზე. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.