აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოსასვლელი დრო ეწურება. აშშ-ის ლიდერი განმარტავს, რომ ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. ირანის მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწოდებას, ისრაელიც უერთდება და აცხადებს, რომ აშშ-სთან მუდმივ კონტაქტზეა. თავის მხრივ, საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ირანს აშშ-თან შეხვედრა და მოლაპარაკებების დაწყება სურს რასაც, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს. როგორია ბოლო ცნობები საკითხზე?