ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია“ დაამტკიცა - Palitra News

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია“ დაამტკიცა

2026-01-29 09:17:31+04:00

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია“ დაამტკიცა. საკითხის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში უახლოეს მომავალში გაიმართება. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაფართოებას ევროკავშირისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისა და სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, არაერთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯის ფონზე ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით დადებითი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. ევროკავშირის მხრიდან ისევ არასამართლიან მიდგომაზე საუბრობს ქართული ოცნება.