ირანული მხარე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ირანში ამერიკული უზარმაზარი არმადა მიემართება, რომელიც მზადყოფნაშია ნებისმიერ დროს სწრაფი მოქმედებების განსახორციელებლად, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებისთვისაც. ირანის სულიერი ლიდერის განცხადებით, აშშ-ის ნებისმიერი თავდასხმის საპასუხოდ, ირანი თელ-ავივს დაარტყამს. ირანელი მაღალჩინოსნები განმარტავენ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულად მზად არიან, დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას. მანამდე, გაერო-ში ირანის მისიამ დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხა. მისიაში აცხადებენ, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შეჭრა ძვირი დაუჯდა და შტატებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.