საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალ კანონზე მუშაობით იწყებს. „ქართული ოცნება“ გრანტებთან დაკავშირებით კანონს კიდევ ერთხელ ამკაცრებს. ახალი რეგულაციის მიხედვით, გრანტად ამიერიდან მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე რაიმე გავლენის მოხდენას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ რომ ცვლილებების მიღების შემდეგ ვერავინ მოახერხებს ქვეყნის საზღვრებს გარედან საქართველოში არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად ალტერნატიული გზების გამონახვას. პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება. კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. როგორ ეხმაურებიან გრანტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და აპირებს თუ არა ევროკავშირის შემხვედრი ზომების მიღებას?