რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე ცემენტის საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა - Palitra News

რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე ცემენტის საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2026-01-29 12:42:55+04:00

რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე ცემენტის საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების ფუნქციონირების საკითხზე. აღინიშნა, რომ სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების პროცესში მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, გარემოს დაცვა და ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არსებობა, ხოლო, მეორე მხრივ, შეუფერხებელი წარმოება. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომელიც საწარმოებში რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების პროცესში არსებობს.