ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას მოუსმენენ. ამავდროულად, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს. მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ პოლიტიკური სირთულე უკრაინისთვის არის, რომ საერთოდ განიხილოს ტერიტორიის გაცვლის იდეა. გერმანიის კანცლერი კი, უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებასთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს, რომ უკრაინის ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს გაწევრიანება შეუძლებელია. ასევე, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე აპელირებს.