თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება - Palitra News

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება

2026-01-29 14:12:47+04:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება. მთავრობის გადაწყვეტილება დღეს საზოგადოებას განათლების მინისტრმა გააცნო. როგორც გივი მიქანაძე ამბობს, უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდნენ. მინისტრი ამბობს, რომ გაერთიანება იქნება საწინდარი იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად შეიქმნება გაერთიანებული უნივერსიტეტის მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც გაუძღვებიან რეორგანიზაციის პროცესს. მინისტრმა ამ თემასთან დაკავშირებით ასევე დააზუსტა, რომ დამატებით შემოაქვთ წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა, არ იგეგმება აკადემიური კადრების და სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტების შემცირება